Choetech HUB-M14 7-In-1 USB-C Multiport Adapter For Mac
Choetech HUB-M14 7-In-1 USB-C Multiport Adapter For Mac Original price was: ₾120.00.Current price is: ₾78.00.
Back to products
Choetech HUB-M26 12-in-1 USB C Multiport Adapter with digital display
Choetech HUB-M26 12-in-1 USB C Multiport Adapter with digital display Original price was: ₾239.00.Current price is: ₾155.35.

Choetech HUB-M24 7-In-2 MacBook Pro/Air USB Adapter USB C Hub

არტიკული: 1281

შემადგენლობა
*1x USB-C მულტიპორტ ადაპტერი
*1x ინსტრუქცია

 

სპეციფიკაცია

ინტერფეისი
2x USB-C(მამ.), 1x HDMI, 1x Micro SD სლოტი, 1x SD სლოტი,
1x USB-C(დედ.), 2x USB 3.0, 1x RJ45

რეზოლუცია
HDMI: 4K (3840×2160)@30ჰც (მაქ.)
USB-C Thunderbolt 3: 5K@60ჰც (მაქ.)

გადაცემის სიჩქარე
USB-C: 40 გიგაბიტ წამამდე (მაქ.)
USB 3.0: 5 გიგაბიტ წამამდე (მაქ.)
SD/Micro SD: 5 გიგაბიტ წამამდე (მაქ.)

USB-C PD შემავალი
100 ვატი (მაქ.)

RJ45 გადაცემის სიჩქარე
1000 მეგაბიტ წამამდე

ყურადღება

1. აღნიშნული ადაპტერი განკუთვნილია მხოლოდ Macbook Pro 2019/2018/2017/2016, Macbook Air
2019/2018 მოდელებისთვის. ადაპტერი არ არის თავსებადი HP, Samsung, ASUS ბრენდის ლეპტოპსა
და პლანშეტთან.

2. მაქსიმალური გამოსახულების გაფართოების მისაღებად უნდა გამოიყენოთ შესაბამისი მონიტორი და კაბელი.

3. USB-C PD პორტს აქვს მხარდაჭერა, სწრაფი დატენვის, ვიდეო გამოსახულების გამოტანისა და მონაცემების გადაცემის.

4. თუ თქვენ აკავშირებთ 2 მყარ დისკს მიცულობით 1 ტერაბაიტი ან მეტი, დარწმუნდით რომ მყარ დისკს გააჩნია დამატებითი კვების წყარო სტაბილური მონაცემების გადაცემისთვის.

5. მოხსენით ლეპტოპის საფარი ან ქეისი ადაპტერის მიერთებამდე.

6. არ გახსნათ RJ45 პორტის საფარი ზედმეტი ძალის დატანებით.

7. მაღალი შედეგის მისაღწევად რეკომენდაციაა გამოიყენოთ ორიგინალი ან სერტიფიცირებული კაბელი.

პრობლემების აღმოფხვრა

ყველაფერი ჩართულია, მაგრამ RJ45 პორტი არ მუშაობს. რა უნდა გააკეთოთ?

ქსელის პორტთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრისას, არსებობს რამდენიმე სწრაფი ტესტი, რომელიც შეგიძლიათ შეასრულოთ პოტენციური პრობლემების გამოსარიცხათ.
შეამოწმეთ შემდეგი კომპონენტები და გამორიცხეთ პრობლემის წყარო:

1) ინტერნეტის კაბელი

2) ქსელური მოწყობილობები

3) კომპიუტერის სისტემა

კომპონენტების შესამოწმებლად სცადეთ შემდეგი:

1) გამოიყენეთ ინტერნეტის კაბელი, ქსელური მოწყობილობები და კომპიუტერის სისტემა სხვა კონფიგურაციაში.

2) გამოიყენეთ სხვა ინტერნეტის კაბელი, ქსელური მოწყობილობები და კომპიუტერის სისტემა რათა ნახოთ პრობლემა დარჩება თუ არა. უმჯობესია გამოიყენოთ მოწყობილობები რომლებიც დარწმუნებული ხართ რომ მუშაობს სხვა კონფიგურაციაში.

როცა შეამოწმებთ კაბელებს რეკომენდირებულია გააკეთოთ შემდეგი:

1. ინდივიდუალურად შეამოწმეთ ყველა კაბელი.

2. გამოიყენეთ მოკლე კაბელი შემოწმების დროს.

პრობლემა გაქვთ გამოსახულებისა და ხმის გამოტანისას HDMI პორტის მეშვეობით?

პრობლემა: არ გამოდის გამოსახულება დამატებით მონიტორზე

პრობლემის გადაწყვეტა 1: დარწმუნდით რომ თქვენი USB-C ნოუთბუქი დაყენებულია სარკისებური ან
დამატებითი ეკრანის რეჟიმზე.

ინსტრუქცია თუ როგორ დააყენოთ აღნიშნული რეჟიმები:

Mac ტიპის სისტემებზე:

1. გადადით Apple მენიუში ზედა მარცხენა კუთხეში და აირჩიეთ სისტემის პრეფერენციები.

2. აირჩიეთ დისპლეები.

3. 1) სარკისებური რეჟიმისთვის:

> გადადით მოწყობაზე და აირჩიეთ “სარკისებური დისფლეი” რომ დაიწყოთ დისფლეის დუბლირება.

2) დამატებითი ეკრანის რეჟიმისთვის:

> გადადით მოწყობაზე და გათიშეთ “სარკისებური დისფლეი”, გახსენით თქვენთვის საჭირო აპლიკაცია
და გადაიტანეთ დამატებით ეკრანზე.

Windows ტიპის სისტემებზე:

1. დააჭირეთ Windows – ის ლოგოს კლავიატურაზე და შემდგომ დააჭირეთ P-ს.

2. გამოვა მცოცავი ფანჯარა სადაც უბრალოდ უნდა აირჩიოთ თქვენთვის სასურველი რეჟიმი.

ალტერნატიული გზით შეგიძლიათ სცადოთ შემდეგი, თუ ზემოთხსენებულმა არ მოიტანა შედეგი:

1. დააჭირეთ თაგვის მარჟვენა ღილაკს ეკრანის თავისუფალ ზონაში და აირჩიეთ ეკრანის გარჩევადობა.

2. მონიტორების ქვეშ მონიშნეთ “მონიტორების დუბლირება” ან “დამატებითი მონიტორი” და დააჭირეთ OK.

პრობლემის გადაწყვეტა 2: დარწმუნდით რომ თქვენი ტელევიზორი, მონიტორი, პროექტორი აყენია HDMI არხზე.

ვიდეო არხის შემოწმებისთვის:

მაგალითისთვის ავიღოთ Dell -ის ბრენდის მონიტორი:

1. დააჭირეთ მენიუს ღილაკს, შედით OSD მენიუში და გამოაჩინეთ მთავარი მენიუ.

2. დააჭირეთ ზემოთ/ქვემოთ ღილაკებს რათა ამოძრაოთ ოპციები და იპოვოთ მიმღები წყარო.

3. გამოიყენეთ მიმღები წყაროს მენიუ რათა აირჩიოთ სხვადასხვა გამოსახულების პორტი.

სპეციფიკური მოდელებისთვის გთხოვთ გამოიყენოთ ინსტრუქცია ან ეწვიოთ ამა თუ იმ მწარმოებლის ვებ გვერდს.

პრობლემის გადაწყვეტა 3: დარწმუნდით რომ ადაპტერთან დაკავშირებული კომპიუტერი მუშაობს სწორად და არ არის ლოდინის ან ჰიბერნაციის რეჟიმში. როდესაც კომპიუტერი ზემოაღნიშნულ რეჯიმებშია, დამატებითი ეკრანი ყოველთვის ცარიელია.

პრობლემა: გარე მონიტორზე გამოსახულება ფრიალებს.

შეამოწმეთ დისფლეის გარჩევადობის პარამეტრები კომპიუტერში და დარწმუნდით რომ აღნიშნული გარჩევადობა გააჩნია ადაპტერს.

დამატებით მონიტორზე დისფლეის გარჩევადობის დასაყენებლად გააკეთეთ შემდეგი:

Windows – ის ტიპის სისტემებისთვის:

1. შედით სტარტში –> კონტროლის პანელი.

2. თქვენი კონტროლის პანელის რეჟიმიდან გამომდინარე გააკეთეთ შემდეგი:

* დააჭირეთ დისფლეი –> დისფლეის პარამეტრების შეცვლა.

* დააჭირეთ გამოჩენა და პერსონალიზაცია–> დისფლეი–> დისფლეის პარამეტრების შეცვლა.

3. გარჩევადობის ჩამოსაშლელ ველში, გადაიტანეთ სლაიდერი ზემოთ ან ქვემოთ დამატებითი ეკრანის რეზოლუციის შესაცვლელად.

Mac -ის ტიპის სისტემებისთვის:

1. გადადით Apple მენიუში ზედა მარცხენა კუთხეში და აირჩიეთ სისტემის პრეფერენციები.

2. დააჭირეთ დისფლეის ოფციებს და გადადით დისფლეის ჩანართში.

3. შეარჩიეთ მასშტაბური ოპცია გარჩევადობის შესაცვლელად.

პრობლემა: არ არის აუდიო ხმა მონიტორიდან რომელიც დაკავშირებულია ადაპტერთან.

აღნიშნული ხმის პრობლემის მოსაგვარებლად შეასრულეთ შემდეგი ნაბიჯები:

Windows – ის ტიპის სისტემებისთვის:

1. შედით სტარტში –> კონტროლის პანელი –> აპარატურა და ხმა.

დააწკაპუნეთ აუდიო მოწყობილობების მართვაზე ხმის ქვეშ, გაიხსნება ხმის ფანჯარა.

ხმის ფანჯარაში, დაკვრის ჩანართიდან აირჩიეთ მონიტორის მოდელი და შემდეგ დააჭირეთ ნაგულისხმევად დაყენების ღილაკს.

Mac -ის ტიპის სისტემებისთვის:

1. გადადით Apple მენიუში ზედა მარცხენა კუთხეში და აირჩიეთ სისტემის პრეფერენციები.

2. აირჩიეთ ხმა –> დააჭირეთ გამომავალის ჩანართს –> აირჩიეთ მონიტორის მოდელი ხმის გამოსატანად.

რჩევები

აქ მოცემულია 4 გზა რომელიც დაგეხმარებათ შეამციროთ USB 3.0 რადიოსიხშირული ჩარევა ლეპტოპის უსადენო ქსელში:

№1: დააკავშირეთ ლეპტოპი 5 გჰც Wi-Fi ქსელთან.

№2: შეაერთეთ მოწყობილობები (მაგ. თაგვი, კლავიატურა, მყარი დისკი) ლეპტოპის USB 2.0 პორტში.

№3: დააკავშირეთ USB 3.0 ჰაბი ლეპტოპთან 0.5მ ან მეტი სიგრძის USB 3.0 კაბელით. USB 3.0 მოწყობილობა იქონიეთ ლეპტოპიდან მოშორებით.

№4: გამოიყენეთ მაღალი ხარისხის USB 3.0 მოწყობილობები/კაბელები/შემაერთებლები.

გარანტია: 2 წელი

რატომ Buyit?

24-თვიანი ოფიციალური გარანტია
🛡️ 100% ორიგინალი პროდუქცია
🚚 სწრაფი მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით
💳 უსაფრთხო ონლაინ გადახდა
🔄 მარტივი დაბრუნების პროცესი

Original price was: ₾189.00.Current price is: ₾122.85.

მიწოდება

სწრაფი მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით.
მარტივი დაბრუნება და გარანტია.

აღწერა

Customer Reviews

Online store with a wide selection of furniture and decor

Furniture is an invariable attribute of any room. It is they who give it the right atmosphere, making the space cozy and comfortable, creating favorable conditions for productive work or helping to relax after a hard day. More and more often, customers want to place an order in an online store, when you can sit down at the computer in your free time, arrange the furniture in the photo and calmly buy the furniture you like. The online store has a large catalog of furniture: both home and office furniture are available.

Furniture production is a modern form of art

Furniture manufacturers, as well as manufacturers of other home goods, are full of amazing offers: we often come across both standard mass-produced products and unique creations - furniture from professional craftsmen, which will be appreciated by true connoisseurs of beauty. We have selected for you the best models from modern craftsmen who managed to ingeniously combine elegance, quality and practicality in each product unit. Our assortment includes products from proven companies. Who for many years of continuous joint work did not give reason to doubt their reliability and honesty. All of them guarantee the high quality of their products, excellent operational characteristics, attractive appearance of the products, a long period of use of the furniture, as well as safety.