Choetech HUB-M14 7-In-1 USB-C Multiport Adapter For Mac
შემადგენლობა
*1x USB-C მულტიპორტ ადაპტერი
*1x ინსტრუქცია
სპეციფიკაცია
ინტერფეისი
2x USB-C(მამ.), 1x HDMI, 1x Micro SD სლოტი, 1x SD სლოტი,
2x USB-C(დედ.), 2x USB-A
USB 3.0 სიჩქარე
5 გიგაბიტ წამამდე
HDMI გაფართოება
4K (3840×2160)@30ჰვ – მდე
USB-C პორტი 1
Thunderbolt 3 რეჟიმი: 40 გიგაბიტ წამამდე, 5K@60ჰც ვიდეო გამოსასვლელი
USB-C 3.1 რეჟიმი: 10 გიგაბიტ წამამდე, 54K@60ჰც ვიდეო გამოსასვლელი
PD დამუხტვა: 87 ვატამდე
USB-C პორტი 1
5 გიგაბიტ წამამდე
სისტემის მხარდაჭერა
Apple OS X Yosemite / Apple OS EI Capitan / Windows 10/11
ყურადღება
1. აღნიშნული ადაპტერი განკუთვნილია მხოლოდ Macbook Pro 2019/2018/2017/2016, Macbook Air
2019/2018 მოდელებისთვის. ადაპტერი არ არის თავსებადი HP, Samsung, ASUS ბრენდის ლეპტოპსა
და პლანშეტთან.
2. მაქსიმალური გამოსახულების გაფართოების მისაღებად უნდა გამოიყენოთ შესაბამისი მონიტორი და კაბელი.
3. ორი მყარი დისკის დაკავშირების შემთხვევაში აუცილებელია ადაპტერზე კვების წაროს მიწოდება.
4. USB-C პორტი 1 – ს აქვს მხარდაჭერა, სწრაფი დატენვის, ვიდეო გამოსახულების გამოტანისა და
მონაცემების გადაცემის, ხოლო USB-C პორტი 2-ს გააჩნია მონაცემთა გადაცემის მხარდაჭერა.
5. არ არის რეკომენდირებული ორი USB-A პორტის გამოყენება და დატენვა USB-C პორტი 2-ს მეშვეობით.
6. ვიდეო გამოსახულების გამოსატანად ადაპტერიდან, თქვენს ლეპტოპს უნდა ჰქონდეს DP Alt რეჟიმის
მხარდაჭერა USB-C პორტის მეშვეობით, წინააღმდეგ შემთხვევაში მონიტორზე გამოსახულება არ გამოვა.
7. იმისათვის რომ შეამოწმოთ DP Alt რეჟიმის მხარდაჭერა თქვენს ლეპტოპზე, გთხოვთ შეამოწმოთ ტექნიკური ონაცემები თქვენი მოწყობილობის, ან დაუკავშირდით ლეპტოპის მწარმოებელ კომპანიას.
პრობლემა გაქვთ გამოსახულებისა და ხმის გამოტანისას HDMI პორტის მეშვეობით?
პრობლემა: არ გამოდის გამოსახულება დამატებით მონიტორზე
პრობლემის გადაწყვეტა 1: დარწმუნდით რომ თქვენი USB-C ნოუთბუქი დაყენებულია სარკისებური ან დამატებითი ეკრანის რეჟიმზე.
ინსტრუქცია თუ როგორ დააყენოთ აღნიშნული რეჟიმები:
Mac ტიპის სისტემებზე:
1. გადადით Apple მენიუში ზედა მარცხენა კუთხეში და აირჩიეთ სისტემის პრეფერენციები.
2. აირჩიეთ დისპლეები.
3. 1) სარკისებური რეჟიმისთვის:
> გადადით მოწყობაზე და აირჩიეთ “სარკისებური დისფლეი” რომ დაიწყოთ დისფლეის დუბლირება.
2) დამატებითი ეკრანის რეჟიმისთვის:
> გადადით მოწყობაზე და გათიშეთ “სარკისებური დისფლეი”, გახსენით თქვენთვის საჭირო აპლიკაცია და გადაიტანეთ დამატებით ეკრანზე.
Windows ტიპის სისტემებზე:
1. დააჭირეთ Windows – ის ლოგოს კლავიატურაზე და შემდგომ დააჭირეთ P-ს.
2. გამოვა მცოცავი ფანჯარა სადაც უბრალოდ უნდა აირჩიოთ თქვენთვის სასურველი რეჟიმი.
ალტერნატიული გზით შეგიძლიათ სცადოთ შემდეგი, თუ ზემოთხსენებულმა არ მოიტანა შედეგი:
1. დააჭირეთ თაგვის მარჟვენა ღილაკს ეკრანის თავისუფალ ზონაში და აირჩიეთ ეკრანის გარჩევადობა.
2. მონიტორების ქვეშ მონიშნეთ “მონიტორების დუბლირება” ან “დამატებითი მონიტორი” და დააჭირეთ OK.
პრობლემის გადაწყვეტა 2: დარწმუნდით რომ თქვენი ტელევიზორი, მონიტორი, პროექტორი აყენია HDMI არხზე.
ვიდეო არხის შემოწმებისთვის:
მაგალითისთვის ავიღოთ Dell -ის ბრენდის მონიტორი:
1. დააჭირეთ მენიუს ღილაკს, შედით OSD მენიუში და გამოაჩინეთ მთავარი მენიუ.
2. დააჭირეთ ზემოთ/ქვემოთ ღილაკებს რათა ამოძრაოთ ოპციები და იპოვოთ მიმღები წყარო.
3. გამოიყენეთ მიმღები წყაროს მენიუ რათა აირჩიოთ სხვადასხვა გამოსახულების პორტი.
სპეციფიკური მოდელებისთვის გთხოვთ გამოიყენოთ ინსტრუქცია ან ეწვიოთ ამა თუ იმ მწარმოებლის ვებ გვერდს.
პრობლემის გადაწყვეტა 3: დარწმუნდით რომ ადაპტერთან დაკავშირებული კომპიუტერი მუშაობს სწორად და არ არის ლოდინის ან ჰიბერნაციის რეჟიმში. როდესაც კომპიუტერი ზემოაღნიშნულ რეჟიმებშია, დამატებითი ეკრანი ყოველთვის ცარიელია.
პრობლემა: გარე მონიტორზე გამოსახულება ფრიალებს.
შეამოწმეთ დისფლეის გარჩევადობის პარამეტრები კომპიუტერში და დარწმუნდით რომ აღნიშნული გარჩევადობა გააჩნია ადაპტერს.
დამატებით მონიტორზე დისფლეის გარჩევადობის დასაყენებლად გააკეთეთ შემდეგი:
Windows – ის ტიპის სისტემებისთვის:
1. შედით სტარტში –> კონტროლის პანელი.
2. თქვენი კონტროლის პანელის რეჟიმიდან გამომდინარე გააკეთეთ შემდეგი:
* დააჭირეთ დისფლეი –> დისფლეის პარამეტრების შეცვლა.
* დააჭირეთ გამოჩენა და პერსონალიზაცია–> დისფლეი–> დისფლეის პარამეტრების შეცვლა.
3. გარჩევადობის ჩამოსაშლელ ველში, გადაიტანეთ სლაიდერი ზემოთ ან ქვემოთ დამატებითი ეკრანის რეზოლუციის შესაცვლელად.
Mac -ის ტიპის სისტემებისთვის:
1. გადადით Apple მენიუში ზედა მარცხენა კუთხეში და აირჩიეთ სისტემის პრეფერენციები.
2. დააჭირეთ დისფლეის ოფციებს და გადადით დისფლეის ჩანართში.
3. შეარჩიეთ მასშტაბური ოპცია გარჩევადობის შესაცვლელად.
პრობლემა: არ არის აუდიო ხმა მონიტორიდან რომელიც დაკავშირებულია ადაპტერთან.
აღნიშნული ხმის პრობლემის მოსაგვარებლად შეასრულეთ შემდეგი ნაბიჯები:
Windows – ის ტიპის სისტემებისთვის:
1. შედით სტარტში –> კონტროლის პანელი –> აპარატურა და ხმა.
დააწკაპუნეთ აუდიო მოწყობილობების მართვაზე ხმის ქვეშ, გაიხსნება ხმის ფანჯარა.
ხმის ფანჯარაში, დაკვრის ჩანართიდან აირჩიეთ მონიტორის მოდელი და შემდეგ დააჭირეთ ნაგულისხმევად დაყენების ღილაკს.
Mac -ის ტიპის სისტემებისთვის:
1. გადადით Apple მენიუში ზედა მარცხენა კუთხეში და აირჩიეთ სისტემის პრეფერენციები.
2. აირჩიეთ ხმა –> დააჭირეთ გამომავალის ჩანართს –> აირჩიეთ მონიტორის მოდელი ხმის გამოსატანად.
რატომ Buyit?
✅ 24-თვიანი ოფიციალური გარანტია
🛡️ 100% ორიგინალი პროდუქცია
🚚 სწრაფი მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით
💳 უსაფრთხო ონლაინ გადახდა
🔄 მარტივი დაბრუნების პროცესი
₾120.00 Original price was: ₾120.00.₾78.00Current price is: ₾78.00.
სწრაფი მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით.
მარტივი დაბრუნება და გარანტია.
აღწერა
Customer Reviews
Related Products
Online store with a wide selection of furniture and decor
Furniture is an invariable attribute of any room. It is they who give it the right atmosphere, making the space cozy and comfortable, creating favorable conditions for productive work or helping to relax after a hard day. More and more often, customers want to place an order in an online store, when you can sit down at the computer in your free time, arrange the furniture in the photo and calmly buy the furniture you like. The online store has a large catalog of furniture: both home and office furniture are available.
Furniture production is a modern form of art
Furniture manufacturers, as well as manufacturers of other home goods, are full of amazing offers: we often come across both standard mass-produced products and unique creations - furniture from professional craftsmen, which will be appreciated by true connoisseurs of beauty. We have selected for you the best models from modern craftsmen who managed to ingeniously combine elegance, quality and practicality in each product unit. Our assortment includes products from proven companies. Who for many years of continuous joint work did not give reason to doubt their reliability and honesty. All of them guarantee the high quality of their products, excellent operational characteristics, attractive appearance of the products, a long period of use of the furniture, as well as safety.
